ჩვენი მისამართია გლდანი, პირველი მიკრორაიონი, ილია ვეკუას ქუჩა N20 (ძველი ხიზანიშვილი)
მისამართი
ხიზანიშვილის ქუჩა 57
10:00 - 20:00
ორშაბათი- შაბათი
10:00 - 20:00
10:00 - 20:00
10:00 - 20:00
10:00 - 20:00
კატალოგი
“კახური ტრადიციული მეღვინეობა” ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიების და ძველი ტრადიციების შერწყმით, კომპანიას შეუძლია შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი განუმეორებელი სტილი.
საქართველოში ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საზოგადოებრივი ურთიერთობებში და სათანადო როლს ასრულებს ქვეყნის ტრადიციულ სტუმართმოყვარეობაში, ამასთან ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და რეპუტაციის მოპოვებას. ჩვენი კომპანია ისწრაფვის დაიცვას აღნიშნული ტრადიციები და ამასთან ერთად ორიენტირებულია ინოვაციებზე – ჩვენი პროდუქტების მრავალფეროვნების და ხარისხის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაზე.
KTW–ს საავტორო ღვინო „ჩხავერი“ სათავეს იღებს 1880 წლიდან სოფელ ასკანაში, სადაც მეღვინე ანთიმოზ ჩხაიძემ დაარსა იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი ღვინის სარდაფი. მან გამოიყენა უნიკალური ყურძენი რეგიონში და შექმნა ბრენდული ახალი ღვინო, რომელსაც უწოდა „ჩხავერი“. იმ დროიდან მეღვინეობა ჩხაიძეების ოჯახური ტრადიციაა, ზურაბ ჩხაიძესთან ერთად, რომელიც ანთიმოზ ჩხაიძის შვილთაშვილია, და რომელმაც გადაწყვიტა ჩხაიძეების ოჯახური მეღვინეობის ტრადიციები გაიტანოს და გააცნოს მსოფლიოს.
16 წლის განმავლობაში, KTW ახორციელებს ექსპორტს მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში, და ექსპორტის ლიდერად დარჩება საქართველოში მომდევნო 8 წლის განმავლობაში. ზრდა–განვითარების პარალელურად, KTW ყოველთვის მტკიცედ იცავს თავის პოზიციას ხარისხის თვალსაზრისით, იყენებს რა უახლეს Della Toffola დანადგარებს, კომპანიამ ასევე გახსნა ახალი ღვინის სარდაფი, მაღაზია – სალონები და სხვადასხვა კულტურული პროექტები ქართული ღვინის კულტურის უფრო მეტად განვითარებისთვის.
„ დონ ვისკი" არის ალკოჰოლური სასმელების და ღვინის მაღაზია, სადაც შეგხვდებათ საინტერესო გარემო, ჩამოსასხმელი ღვინო, სპირტიანი სასმელები და ქართული ბოთლის უმაღლესი ხარისხის ღვინოების დიდი არჩევანი ყველაზე დაბალ ფასად. საუკეთესო მომსახურება, ადგილზე შეძენის სერვისი და მიტანის სერვისი მთელს საქართველოში.
ჩვენთან საახალწლო ფასდაკლებების კვირეული უკვე 50 % ფასდაკლებებით იწყება! ალკოჰოლური სასმელების, ვისკის, ბრენდის და ქართული ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი გლდანში ილია ვეკუას(ძველი ხიზანიშვილის) N20 ში.
ჩვენი მისამართია გლდანი, პირველი მიკრორაიონი, ილია ვეკუას ქუჩა N20 (ძველი ხიზანიშვილი)
10:00 - 20:00
ორშაბათი- შაბათი
10:00 - 20:00
10:00 - 20:00
10:00 - 20:00
10:00 - 20:00